Left menu

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შესავალი

სს "ბერლინ-ქიმია"-ს (JSC "Berlin-Chemie"), წარმომადგენლობა საქართველოში ("კომპანია") ძალიან სერიოზულად უდგება მომხმარებლის კონფიდენციალურობის საკითხებს და იღებს ვალდებულებას პატივი სცეს მათ ყველა შესაძლო ძალისხმევით. როდესაც თქვენ ეწვევით ვებგვერდს www.berlin-chemie.ge (“ვებგვერდი” ან “გვერდი”) ან მოითხოვთ საიტზე ხელმიაწვდომ მომსახურებას, კომპანიამ, შესაძლოა, დაამუშავოს თქვენი მონაცემები. მიმდინარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ("კონფიდენციალურობის პოლიტიკა") ასახავს ღონისძიებებს, რომლებაც ახორციელებს კომპანია თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებისას მისი ვებგვერდის მეშვეობით და ვალდებულებებს, რომლებაც იღებს კომპანია ამ კუთხით.

ყველა შემთხვევაში, მონაცემთა დაცვის კანონის ("კონფიდენციალურობის კანონი") შესაბამისად, თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებამდე მოითხოვენ თქვენს თანხმობას.

თუ თქვენ წარადგენთ მესამე მხარის პირად მონაცემებს, თქვენ წინასწარ უნდა მიიღოთ ზომები, რათა უზრუნველყოთ, რომ ამგვარი მონაცემების კომპანიისთვის გამხელა (და შემდგომი დამუშავების იმ მიზნებისთვის, რომლებიც მითითებულია შესაბამის კონფიდენციალურობის საინფორმაციო შეტყობინებაში) შეესაბამებოდეს კონფიდენციალურობის კანონს და ასევე მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციებს, მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მესამე მხარის პირადი მონაცემების გამხელა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სათანადოდ შეატყობინებთ მათ და მიიღებთ მათ კონკრეტულ თანხმობას.

მონაცემთა დამუშავების ოპერატორი

მონაცემთა დამუშავების ოპერატორი არის სს "ბერლინ-ქიმია"-ს (JSC "Berlin-Chemie"), წარმომადგენლობა საქართველოში, დ. გამრეკელის 19, მე-5 სართული, ოფისი 29, 0160 თბილისი.

დასამუშავებელ მონაცემთა ტიპი

საიტზე ვიზიტს ან კონსულტაცის ჩვეულებრივ არ მოყვება თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება, გარდა "სანავიგაციო მონაცემების" და ქუქების შეგროვება, როგორც ეს ქვემოთაა განმარტებული. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ნებაყოფლობით გადასცეთ კომპანიას პირადი მონაცემები, როდესაც თქვენ გაქვთ ურთიერთქმედება ვებგვერდის ზოგიერთ ფუნქციასთან ან როდესაც გჭირდებათ გარკვეული მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

სანავიგაციო მონაცემები და ქუქები.

თქვენი პირადი მონაცემების ვებგვერდზე დამუშავება შემოიფარგლება ე.წ. "სანავიგაციო მონაცემებით", რომლებიც გადაეცემა ვებგვერდს, როგორც აუცილებელი ვებგვერდის მართვისთვის და ინტერნეტ-კავშირის ოქმებისთვის შექმნილი კომპიუტერული სისტემების მუშაობისთვის. მაგალითად, IP-მისამართები ან დომენის სახელები, რომლებსაც კომპიუტერი იყენებს ვებგვერდზე შესვლისას და ასევე სხვა პარამეტრები, რომლებიც ეხება ვებგვერდთან დაკავშირებისთვის გამოყენებულ ოპერაციულ სისტემას. კომპანია აგროვებს ამგვარ და სხვა მონაცემებს (როგორიცაა ვიზიტების რაოდენობა და რამდენ დროს ატარებთ ვებგვერდზე) ნამდვილად სტატისტიკური მიზნებისთვის და ანონიმური ფორმით, ვებგვერდის ფუნქციონირების მონიტორინგისთვის და მისი მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის. ასეთი მონაცემები არ გროვდება ვებგვერდის მომხმარებლების სხვა ინფორმაციასთან დასაკავშირებლად და არც თქვენი იდენტიფიკაციისთვის; ამის მიუხედავად, ამ მონაცემების ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციამ შეიძლება მოგვცეს თქვენი იდენტიფიკაციის საშუალება მონაცემთა დამუშავების გზით და მესამე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით. ამ მიზეზით, დამუშავების შემდეგ სანავიგაციო მონაცემებიდან დაუყოვნებლივ იშლება საიდენტიფიკაციო მონაცემები და შეიძლება იყოს მოძიებული კომპანიის მიერ, მხოლოდ იმისთვის რათა დადგინდეს ვალდებულებები კომპიუტერულ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია მოცემული ვებგვერდის ან სხვა ვებგვერდის საზიანოდ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სანავიგაცია მონაცემები, როგორც ზემოთ არის აღწერილი, ინახება მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში მოქმედი წესების შესაბამისად.

გვერდი იყენებს "ქუქის". გვერდი გამოყენებისას თქვენ თანხმდებით ქუქის გამოყენებაზე, როგორც ეს განმარტებულია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ქუქები არის პატერა ფაილები, რომლების ინახება მყარ დისკზე. საიტი იყენებს ე.წ. "სესიის ქუქის" და "მუდმივ ქუქის".

სესიის ქუქი არის ინფორმაციის დროებითი სტრიქონები, რომლებიც გამოიყენება გვერდის მოხმარების გამარტივებითვის, შიდა უსაფრთხოების მიზნებისთვის და სისტემის ადმინისტრირებისთვის. ქუქები, რომლებიც გვერდზე გამოიყენება არ შეიცავს ინფორმაციას მოხმარებლის შესახებ; ასეთი ქუქები ინახება დროებით რეჟიმში და დაუყოვნებლივ წაიშლება მას შემდეგ, რაც თქვენ დახურავთ ბრაუზერს.

მუდმივ ქუქებს შეიძლება ქონდეს შენახვის ცვლადი ხანგრძლივობა (ერთი საათიდან ერთ წლამდე). კომპანია იღებს ამ ტიპის ქუქის მხოლოდ მომხმარებლის მიერ შერჩეული ენის შესახებ ინფორმაციის დამახსოვრებისთვის და აგზავნის სტატისტიკურ ინფორმაციას Google Analytics სისტემაში, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას გააანალიზოს სტატისტიკური მიზნებისათვის შესვლები /ვიზიტები ვებგვერდზე. ქუქი მიიღება წმინდა სტატისტიკური მიზნებისათვის და ინფორმაცია გროვდება მხოლოდ აგრეგირებული ფორმით. ქუქის წყვილის გამოყენებისას (შესაბამისად, მუდმივი ქუქის და სესიის ქუქის, რომელიც იშლება, როდესაც მომხმარებელი ხურავს ბრაუზერის), Google Analytics ასევე ინახავს გვერდზე ვიზიტის დაწყების და გვერდიდან გასვლის დროის ნიშნულს.

გვერდზე გამოყენებული ქუქები არ აგროვებს ინფორმაციას გვერდის მომხმარებლების შესახებ; თუმცა, თქვენ შეიძლება გადაწყვიტოს გამორთოთ ქუქი თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის გზით.

“დახმარების” განყოფილება, რომელიც ხელმისაწვდომია ბრაუზერების უმრავლესობის ინსტრუმენტების ზოლზე, განმარტავს თუ როგორ გამორთოთ ქუქების , ვებ-შუქურები და სხვა სათვალთვალო ტექნოლოგიების მიღება, ასევე ბრაუზერისგან ინფორმაციის მოპოვება ასეთი ტექნოლოგიების არსებობის შესახებ და მათი გამორთვის ხერხები.

თუმცა ქუქების გამორთვამ შეიძლება შეამციროს ვებგვერდის გამოყენების შესაძლებლობები და შეგიშლით ხელს სრულად ისარგებლოთ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი ფუნქციებით და მომსახურებით.

კომპანიას არა აქვს არც წვდომის და არც კონტროლის საშუალება კუკების, ვებ-შუქურების და სხვა სათვალთვალო ტექნოლოგიების, რომლებსაც იყენებს მესამე მხარის ვებგვერდები, სადაც თქვენ შეიძლება შეხვიდეთ ჩვენი ვებგვერდიდან; კომპანიას არა აქვს არც წვდომის და არც კონტროლის საშუალება შიგთავსის და დოკუმენტების, რომლებიც გამოქვეყნებულია ან მიღებულია აღნიშნული ვებგვერდებიდან; კომპანიას არა აქვს არც წვდომის და არც კონტროლის საშუალება თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების მეთოდების, რომლებისთვისაც კომპანია პიდაპირ უარყოფს ნებისმიერ ვალდებულებას. თქვენ უნდა შეამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა მესამე მხარის იმ გვერდების, რომლებზეც თქვენ შედიხართ, იმისათვის, რომ გაიგოთ პირობები, რომლებიც გამოიყენება თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებისას. გასაგებია, რომ მიმდინარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე, როგორც ეს განსაზღვრულია ზემოთ.

პერსონალური მონაცემების დამახსოვრება და შენახვა

პერსონალური მონაცემები ინახება და მუშავდება კომპიუტერული სისტემების საშუალებით, რომლებიც ეკუთვნის კომპანიას და იმართება კომპანიის მიერ ან მესამე მხარის ტექნიკური მომსახურების მომწოდებლების მიერ; დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ განყოფილებაში “მონაცემთა წვდომა” ქვემოთ. მონაცემების დამუშავებას ახორციელებს მხოლოდ მაღალკვალიფიციური პერსონალი, მათ შორის პერსონალი დანიშნული ტექნიკური მომსახურების საგანგებო სამუშაოების ჩატარებისთვის.

მონაცემთა დამუშავების მიზნები და მეთოდები

კომპანიამ შეიძლება დავამუშავოს თქვენი პირადი მონაცემები შემდეგი მიზნით: თქვენი შეტყობინებების მართვა (მათ შორის შეტყობინებები ფარმზედამხედველობის მოვლენების შესახებ), თქვენი ინფორმაციის მოთხოვნების მართვა და ა.შ.

თქვენი პირადი მონაცემები, როგორც ქაღალდის ასევე ელექტრონული ფორმით, მუშავდება კონფიდენციალურობის კანონის შესაბამისად და მონაცემთა კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პროფილების შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების სამართლიანი და კანონიერი პრინციპების გათვალისწინებით.

მონაცემები ინახება დროის განმავლობაში, რაც აუცილებელია კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის, რისთვისაც ისინი არის შეგროვილი.

პირადი მონაცემების უსაფრთხოება და ხარისხი

კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოება და მიიღოს უსაფრთხოების დაცვის ზომები კონფიდენციალურობის კანონის და ნებისმიერი სხვა მოქმედი დებულებების შესაბამისად, რათა თავიდან ავიცილოთ მონაცემების დაკარგვა, უკანონო ან უნებართვო გამოყენება და აღნიშნული მონაცემების არასანქცირებული წვდომა.

კომპანია ჩაატარა შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებები, გამოიყენა მრავალი მოწინავე უსაფრთხოების ტექნოლოგიები და პროცედურები, რათა დაიცვას მონაცემები შეცვლისაგან, დაკარგვისაგან და არასანქცირებული წვდომისაგან: ფაქტობრივად, თქვენი პირადი მონაცემები ინახება სერვერებზე, რომლებიც მდებარეობს შეზღუდული ხელმისაწვდომობის ადგილებში და კონტროლის ქვეშაა. გარდა ამისა, საინფორმაციო სისტემები და კომპიუტერული პროგრამები, რომელსაც იყენებს კომპანია დაყენებულია ისეთნაირად, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ პირადი ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენება. მონაცემები მუშავდება მკაცრად საჭირო მოცულობით და მხოლოდ იმისათვის, რომ მივაღწიოთ მათი შეგროვების კონკრეტულ მიზანს. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ კომპანიას თქვენი პირადი მონაცემების განახლებაში ან/და სისწორის უზრუნველყოფაში ჩვენთვის ნებისმიერი ინფორმაციის, თქვენი მისამართის, კვალიფიკაციის, საკონტაქტო ინფორმაციის და ა.შ. გადმოცემის გზით.

მონაცემთა წვდომა

თქვენი პირადი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მონაცემთა დამუშავების პასუხისმგებელი პერსონალისთვის კომპანიის ფარგლებში. თავიანთი მოვალეობიდან გამომდინარე, ასეთ პერსონალს შეიძლება დასჭირდეს მონაცემთა დამუშავება თქვენი მოთხოვნების მართვისთვის. მონაცემები შეიძლება გადაეცეს კომპანიის სხვა თანამშრომლებს და Menarini Group-ის სხვა კომპანიებს, მათ შორის კომპანიას A. Menarini Industrie Farmaceutiche Riunite Srl, იმავე მიზნით, რომელიც ზემოთაა განმარტებული ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის.

წინამდებარე დებულებათა პუნქტებისათვის ზიანის მიუყენებლად, თქვენი პირადი მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეს, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი და ისინი არ გავრცელდება ნებისმიერი სხვა გზით ან ფორმით.

პერსონალური მონაცემების წარდგენა

სადაც აღნიშნულია ნიშნით [*] თქვენი მონაცემები აუცილებელია კომპანიისათვის ვებგვერდის მეშვეობით მიღებული მოთხოვნების დასამუშავებლად (მაგალითად მოთხოვნები ინფორმაციის და/ან მასალების მიღებაზე) და თქვენთან დაკავშირებისთვის თქვენი მოთხოვნების თვალყურის დევნისთვის. თქვენი მხრიდან უარის თქმა ასეთი მონაცემების წარდგენაზე ხელს შეუშლის კომპანიას უზრუნველყოს მომსახურება თქვენი მოთხოვნის შესაბამისად. ნებისმიერ სხვა მონაცემების წარდგენა, რომლებიც არ არის აღნისნული ვარსკვლავის ნიშნით, არასავალდებულოა: თქვენი უარს არ ექნება რაიმე ფაქტობრივი გავლენა.

თქვენი უფლებების განხორციელება

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განახორციელოთ კონფიდენციალურობის კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია კომპანიაში თქვენი პირადი მონაცემების არსებობის შესახებ, უფლება შეამოწმოთ მათი შინაარსი, წყარო და თქვენი მონაცემების სიზუსტე და/ან მოითხოვოთ მონაცემების განახლება, წაშლა ან/და გაუქმება, თუ ისინი უკანონოდაა დამუშავებული, ასევე გაქვთ უფლება შეწყვიტოს ასეთი მონაცემების დამუშავება ნებისმიერი კანონიერი მიზეზების გამო.

თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა ოპერატორს ელექტრონული ფოსტით( დაგვიკავშირდით ) ან მოგვწეროთ ( სს "ბერლინ-ქიმია"-ს (JSC "Berlin-Chemie"), წარმომადგენლობა საქართველოში, დ. გამრეკელის 19, მე-5 სართული, ოფისი 29, 0160 თბილისი), რათა მიიღოთ ინფორმაცია კომპანიაში თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ, განახორციელოს უფლებები დადგენილი კონფიდენციალურობის კანონით, აგრეთვე მიიღოთ განახლებული სია იმ სუბიექტების, რომლებისთვის თქვენი მონაცემები ხელმისაწვდომია.


ძიება