კვლევა და განვითარება

კვლევა და განვითარება

ინოვაციური მიდგომები ჯანდაცვაში

,,ბერლინ-ხემი”, როგორც კვლევითი ფარმაცევტული კომპანიების გერმანული ასოციაციის წევრი, ინოვაციების მომხრეა. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავს ახალი მედიკამენტების შექმნას, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში.

,,ბერლინ-ხემის” კვლევისა და განვითარების განყოფილება ,,მენარინის” კვლევის ჯგუფში შედის. მისი მთავარი მიმართულებებია ახალ აქტიურ ნივთიერებათა ქიმიურ-ანალიზური შემადგენლობის შექმნა და განვითარება, დოზირების ფორმების შემუშავება და კლინიკური კვლევების ჩატარება.

ჩვენი კვლევები ფოკუსირებულია ინოვაციური მედიკამენტების შექმნაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ანთებითი დაავადებები და ტკივილი
  • კარდიოვასკულური დაავადებები
  • ონკოლოგია
  • ვირუსული დაავადებები

მედიკამენტის შექმნის ძირითადი ფაზები მიმდინარეობს ,,ბერლინ-ხემის” პერსონალის ზედამხედველობით.


ძიება