მედიკამენტების შექმნა

აქტიური ნივთიერებისა და მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი შემავსებლების კომბინაცია მედიკამენტის მისაღებად

ტერმინი ,,გალენიკი” ბერძნულ-რომაული წარმოშობის ექიმ კლავდიუს გალენუსს უკავშირდება. ექიმმა მარკუს ავრელიუსმა განსაზღვრა მედიკამენტის სისტემატური, ეფექტური დოზები და ამგვარად საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე პრეპარატებს.

,,ბერლინ-ხემის” მედიკამენტების შექმნაზე მომუშავე განყოფილების პერსონალი ჩართულია ყველა იმ კვლევაში, რომელიც ეხება მზა წამლების აქტიურ ნივთიერებათა შემდგომ დამუშავებას. უფრო კონკრეტულად, შემუშავება ხდება შემდეგ ფორმებთან დაკავშირებით:

  • მკვრივი მედიკამენტები, როგორიცაა ტაბლეტები და ლიოფილიზატები
  • ნახევრად მკვრივი მედიკამენტები, როგორიცაა მალამოები და კრემები
  • თხევადი პრეპარატები, როგორიცაა ხსნარები და საინექციო ხსნარები

შემდეგ ამოწმებენ ახლადშექმნილი მედიკამენტების სტაბილურობას. მედიკამენტების შექმნზე მომუშავე განყოფილება აწარმოებს მედიკამენტის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევისთვის საჭირო ყველა კლინიკურ ნიმუშს.

მედიკამენტების შექმნის განყოფილების პერსონალი ამჟამად,,მენარინი ჯგუფის” 50-ზე მეტი მედიკამენტის შექმნისა და კვლევის პროექტზე მუშაობს.

ამ მოტივირებული პერსონალის განკარგულებაშია თანამედროვე ლაბორატორიები და სუფთა ოთახის ტექნოლოგია. მედიკამენტების წარმოებისა და შეფუთვის ახალი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა კლინიკური ნიმუშებიდან შეიქმნას სრულყოფილი პროდუქტები.


ძიება