ქიმიური კვლევა

ახალ აქტიურ ნივთიერებათა ქიმიურ-ანალიზური შემუშავება

ქიმიური კვლევის განყოფილება ჩართულია ინოვაციურ აქტიურ ნივთიერებათა შექმნის პროექტებში. ეს მოიცავს რეფერენს სტანდარტების და მეტაბოლიტების სინთეზს, ისევე, როგორც მათ ფსიქო-ქიმიურ დახასიათებას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების განსაზღვრას.

სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობას ინაწილებენ სინთეზის, ნივთიერებათა დახასიათებისა და ბიოფარმაციის ჯგუფების სპეციალისტები.

სინთეზის ჯგუფი პასუხისმგებელია პრეკლინიკური კვლევების ჩასატარებლად ნივთიერებათა ნიმუშების მიწოდებაზე და ორგანული ქიმიისა და თანამედროვე გაწმენდის ტექნოლოგიების მეთოდების ანალიზურ შემუშავებაზე.

ნივთიერებათა დახასიათების ჯგუფი ახდენს ინოვაციურ აქტიურ ნივთიერებათა მეცნიერულ აღწერას ყველაზე თანამედროვე ანალიზური ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც ფოკუსირებულია იდენტურობაზე, სისუფთავეზე, შემადგენლობასა და ფსიქო-ქიმიურ მახასიათებლებზე.

ბიოფარმაციის ჯგუფი პასუხისმგებელია ბიოლოგიური მასალების ანალიზური გამოცდის ჩატარებაზე, როგორც ინოვაციურ აქტიურ ნივთიერებათა ტოქსიკოლოგიური კვლევის შემადგენელ ნაწილზე.


ძიება