წარმოება

წარმოება

მაღალხარისხიანი მედიკამენტების წარმოება

,,ბერლინ-ხემი” ულტრათანამედროვე და უსაფრთხო მაღალხარისხიანი მედიკამენტების გარანტიას იძლევა, რაც შესაბამისობაშია ,,მენარინი ჯგუფის” ფილოსოფიასთან.

,,ბერლინ-ხემს” მედიკამენტების წარმოების დიდი ტრადიცია აქვს და წარმოების მოტივირებული და კარგად მომზადებული პერსონალი ჰყავს.

ჩვენ ვაწარმოებთ მედიკამენტების მკვრივ ფორმებს (ტაბლეტები, შემოგარსული ტაბლეტები, კაფსულები), სითხეებს (ხსნარები და წვეთები), სუპოზიტორიებს და საინფუზიო ხსნარებს ბერლინში მდებარე ,,ადლერსჰოფისა” და ,,ბრითზის” ფარმაცევტულ საწარმოებში.

ფარმაცევტული საწარმოები მთლიანად მოდერნიზებულია და აკმაყოფილებს უმაღლეს ტექნოლოგიურ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი მედიკამენტების წარმოების ეფექტიანად დასრულებას.

2000 წელს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, ,,ადლერსჰოფის” ფარმაცევტულ საწარმოში დამონტაჟდა ახალი აპარატი გადასასხმელი ხსნარების წარმოებისათვის, 2001 წელს - პერორალური სითხეების საწარმოო ახალი აღჭურვილობა.

2003 წლის აპრილში გაიხსნა თანამედროვე საწარმოო შენობა 11 საწარმოო ხაზით ტაბლეტების, კაფსულებისა და შემოგარსული ტაბლეტების შესაფუთად.
339 თანამშრომელი წელიწადში დაახლოებით 270 მილიონ შეკვრა მედიკამენტს აწარმოებს. ეს მედიკამენტები მთელ მსოფლიოში გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

ჩვენ აგრეთვე უზრუნველვყოფთ სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს ჩვენი გუნდის განსაკუთრებული ,,ნოუ-ჰაუთი”. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ტელ.: (+49) 030-6707-2651
ფაქსი: (+49) 030-6707-2119


ძიება