ხარისხის უზრუნველყოფა

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მაღალხარისხიანი უნაკლო პროდუქციის გარანტიას იძლევა

,,ბერლინ-ხემი” დეტალურად გეგმავს და სწორად ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას.

როგორც მედიკამენტების მწარმოებლები, კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას კლიენტების, პაციენტების, ფარმაცევტებისა და დისტრიბუტორების წინაშე. ,,ბერლინ-ხემის” მთელი პერსონალი ჩართული და მობილიზებული ვართ და ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლის კმაყოფილების უმაღლესი ხარისხის მიღწევა.

ამის გარანტიას ვიძლევით:

  • მაღალი ეფექტურობის
  • მაღალი უსაფრთხოების
  • მაღალი ხარისხის

მედიკამენტების წარმოებით.

ჩვენი კომპანიის მედიკამენტების წარმოება და კონტროლი ხდება ,,კარგი საწარმოო საერთაშორისო პრაქტიკის” (GMP) წესების შესაბამისად. ვახდენთ წარმოებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ყველა დეტალის აღრიცხვას.

ახალი პროდუქტები იქმნება ,,კარგი საწარმოო პრაქტიკის”(GMP), ,,კარგი კლინიკური პრაქტიკის” (GCP) წესების მიხედვით და კვლევების ჩატარების დროს ვიყენებთ ,,კარგი ლაბორატორიის პრაქტიკის”(GLP) გაიდლაინებს.


ძიება