ბერლინ–ხემის წარმომადგენლობა საქართველოში

Berlin-Chemie Georgia

ბერლინ–ხემის წარმომადგენლობა დაარსდა 1999 წელს და მას შემდეგ მყარ პოზიციას ინარჩუნებს საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის ლიდერ კომპანიებს შორის. ინოვაციური და მაღალი ხარისხის მედიკამენტების საშუალებით ბერლინ–ხემს დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების საქმეში.

ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატებზე საერთაშორისო დონეზე არსებული უახლესი ინფორმაციის: მედიკამენტებზე ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგების, ყოველდღიური პრაქტიკული გამოცდილებისა და მტკიცებითი მედიცინის მონაცემთა გავრცელებას ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის. ამ გზით ამყარებენ კომუნიკაციას ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის და ამით ეხმარებიან პაციენტებს ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

დღეისათვის საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია ბერლინ-ხემი/მენარინის შემდეგი ჯგუფების პრეპარატები:

  • ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო
  • გულ–სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო
  • გასტროენტეროლოგიური
  • ენდოკრინოლოგიური/დიაბეტის სამკურნალო
  • პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის
  • ამოსახველებელი და ყელის ტკივილის სამკურნალო პრეპარატები

თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ ჩვენი პრეპარატები, სიამოვნებით მოგაწვდით სასურველ ინფორმაციას.


ძიება