MENARINI ჯგუფის ქცევის კოდექსი
პატიოსნება და ეთიკა ჩვენი ქმედებების საფუძველია
MENARINI ჯგუფის ქცევის კოდექსი იმ ფასეულობებს ასახავს, რომლებიც შთამაგონებელია ჩვენი ჯგუფის საქმიანობისათვის. განზრახვა - იმოქმედონ MENARINI-ის, ან მისი პირდაპირი, ან არაპირდაპირი შვილობილი კომპანიის ინტერესში არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს ისეთ მოქმედებასთან შეგუებას, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ქცევის კოდექსში მოცემულ პრინციპებს.
დარწმუნებული ვართ, რომ მუდმივად პატიოსნებასა და ეთიკაზე დაფუძნებული ქმედებები ჩვენი სიძლიერის წყაროსა და წარმატების განუხრელად ზრდის გასაღებს წარმოადგენს.
ეს კოდექსი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვები როდია, არამედ პირდაპირი, კონკრეტული სახელმძღვანელო, რომელიც შთააგონებს დირექტორებს, მენეჯერებსა და თანამშრომლებს იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ ისევე, როგორც კოლექტივის მიმართ ვალდებულება, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიმართ შეგნებული ქმედებებს ეფუძნება.
MENARINI ჯგუფის შინაგანაწესი გამოიყენება ჯგუფის ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში განლაგებულ ყველა კომპანიაში.