ჩვენი მიზანი
ერთად - სიცოცხლისათვის
მას შემდეგ, რაც BERLIN-CHEMIE გლობალურად წარმატებული MENARINI ჯგუფის ნაწილი გახდა, კომპანია სტაბილურად იზრდება და წარმატებულად ფართოვდება. პაციენტებისა და ექიმების სამედიცინო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მორგებული პროდუქტების წარმოების დაწყება საშუალებას აძლევს BERLIN-CHEMIE-ს შესთავაზოს მომხმარებლებს პროდუქციის ფართო სპექტრი, მათ შორის, კარდიოლოგიური, რესპირაციული დაავადებების, დიაბეტის, პოდაგრის და, მომავალში, ონკოლოგიის სფეროებში.
BERLIN-CHEMIE-ში ვამაყობთ მომხმარებლებთან პარტნიორული თანამშრომლობით, რაც საშუალებას გვაძლევს მუდამ შევესაბამებოდეთ თანამედროვე მტკიცებულებითი მედიცინის უწყვეტ პროგრესს და განვსაზღვროთ შესაძლებლობები, რომლებითაც ჩვენი პროდუქცია შეძლებს აშკარად გააუმჯობესოს პაციენტების ცხოვრება.
ჩვენი მიზანია ბაზარზე ახალი სამკურნალო პროდუქციის სწრაფად გაშვება საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე სხვა კომპანიებთან პარტნიორობისა და სალიცენზიო ხელშეკრულებების საშუალებით, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა ყველაზე თანამედროვე თერაპიული საშუალებების ფართო სპექტრზე.
ამ წარმატების გასაღები BERLIN-CHEMIE-ში მომუშავე ადამიანების უნარ-ჩვევებშია. ჩვენი თანამშრომლები მიზანმიმართული მუშაკები არიან, რომლებიც სამედიცინო მარკეტინგში მრავალწლიანი გამოცდილებით ამაყობენ.
MENARINI ჯგუფის ეგიდით, BERLIN-CHEMIE-ის სტრატეგიული კორპორაციული მიზნები კვლევასა და განვითარებაში და ინტერნაციონალიზაციაში მდგომარეობს. ორივე სტრატეგია მიმართულია მთელ მსოფლიოში პაციენტებისათვის ინოვაციურ პროდუქტებზე წვდომის უზრუნველყოფისა და მათი ტანჯვის შემსუბუქებისაკენ. BERLIN-CHEMIE თანმიმდევრულად ახორციელებს ამ კორპორაციულ მიზნებს გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ის რეგიონში, პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.