BERLIN-CHEMIE 

ჯანმრთელობაზე ზრუნვისადმი მიძღვნილი

BERLIN-CHEMIE მედიკამენტების მწარმოებელი ინოვაციური, საერთაშორისო დონეზე მოქმედი მდიდარი ტრადიციის მქონე კომპანიაა. 1992 წლიდან BERLIN-CHEMIE ეკუთვნის საერთაშორისო დონეზე მოქმედ MENARINI ჯგუფს, რომელიც ათეულობით წლის მანძილზე იტალიური ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. კომპანია, რომელიც ნეაპოლში დაარსდა 1886 წელს და იმართება ფლორენციიდან; თაობების მანძილზე ჩამოყალიბდა საერთაშორისო დონეზე მოქმედ, ოჯახის მიერ მართულ ფარმაცევტულ კომპანიად. MENARINI ჯგუფის ფარგლებში BERLIN-CHEMIE პასუხისმგებელია ფარმაცევტულ ბაზრებზე გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ის რეგიონში. გარდა ამისა, ბერლინი MENARINI ჯგუფის კვლევის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია.

> 5,000 თანამშრომელი

> 30 ქვეყანა

1.7 მილიარდი ევროს გაყიდვები

დინამიკური ზრდა, ინოვაციური სამედიცინო პროდუქტები და რამდენიმე თაობის მომცველი მდიდარი გამოცდილება BERLIN-CHEMIE-ის საფირმო ნიშნებია.  ჩვენი ისტორია 1890 წლიდან ბერლინ-ადლერსჰოფში იწყება. ჩვენი თანამშრომლები ნაწილობრივ იმ ოჯახებიდან არიან, რომლებიც ხუთი თაობის მანძილზე იყვნენ ჩართულნი სამკურნალო პროდუქტების განვითარებაში, წარმოებასა და მარკეტინგში. ჩვენ ვინარჩუნებთ განსაკუთრებით ახლო ურთიერთობას ჩვენს სათაო ოფისთან ბერლინში, რომლის ერთგულები ვრჩებით მთელი გულით. 

იმავდროულად, ჩვენ კოსმოპოლიტური კომპანია ვართ. ჯამში ჩვენი თანამშრომელი 70-ზე მეტი ეროვნების 5000-მდე ადამიანია. გარდა ამისა, პროფესიული გადამზადება BERLIN-CHEMIE-ის მრავალი ათეული წლის ტრადიციაა და მრავალჯერ დაჯილდოვდა სამრეწველო და სავაჭრო პალატის მიერ. ეს მრავალფეროვნება ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი სიძლიერეა.

BERLIN-CHEMIE-ის მიღწევები

უკანასკნელი წლების მანძილზე, BERLIN-CHEMIE ზრდის ისეთ ტემპებს აღწევს, რომ ფარმაცევტული ბაზრის განვითარებას უსწრებს წინ. ეს შესანიშნავი შედეგები  BERLIN-CHEMIE-ისა და MENARINI-ის სტრატეგიის მართებულებას ადასტურებს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას  ინოვაციური სამკურნალო პროდუქციის განვითარებას უთმობს. ამასთანავე, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სამეცნიერო გაყიდვების მუშაკთა ფართომასშტაბიან ტრენინგებსა და მუშაობის ხარისხს. სწორედ ამ განუწყვეტელი ძალისხმევის წყალობით  BERLIN-CHEMIE სარგებლობს საუკეთესო რეპუტაციით ჯანდაცვის სექტორში, განსაკუთრებით, ექიმებსა და სპეციალისტებს შორის

ჯამში BERLIN-CHEMIE წამლებით ამარაგებს 30-ზე მეტი ქვეყნის და შვილობილი კომპანიები აქვს 26-ზე მეტ ქვეყანაში. BERLIN-CHEMIE ერთ-ერთი წამყვანი წამლების მწარმოებელია აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ის რეგიონში. ამ რეგიონში ისტორიული არსებობის წყალობით BERLIN-CHEMIE-ის შეუძლია დაიკვეხნოს მრავალწლიანი ადგილობრივი მარკეტინგული გამოცდილებითა და დახვეწილი დისტრიბუციით

შემდგომი თემები