ჩვენი ისტორია
მდიდარი ტრადიციის მქონე ფარმაცევტული მწარმოებელი ევროპის ცენტრში
1890 – Kahlbaum Laborpräparate
1890 წელს იოჰანეს კალბაუმმა (Johannes Kahlbaum) დააარსა ქიმიური და ფარმაცევტული კომპანია “Kahlbaum Laborpräparate“. BERLIN-CHEMIE AG-ს ამჟამინდელი ბიზნეს შენობის ადგილას ბერლინ-ადლერსჰოფში ერთ დროს ძველი ქარხანა იდგა. მე-20 საუკუნის დასაწყისში, Kahlbaum Laborpräparate-ს უკვე ჰყავდა დაქირავებული 250 ადამიანზე მეტი, რომლებიც 1000-ზე მეტ სხვადასხვა ლაბორატორიულ ქიმიკატსა და პირველ სამკურნალო საშუალებებს აწარმოებდნენ.
1927 – Schering-Kahlbaum AG-დან Schering AG-ამდე
1927 წელს Schering-თან შეერთების შემდეგ, რომლის სათაო ოფისი ბერლინ-ვედინგში მდებარეობდა, კომპანია მიეკუთვნა ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ და ფარმაცევტულ კომპანიას და სახელიც გადაერქვა - Schering-Kahlbaum AG.
საკუთარი სტრატეგია კომპანიამ მთლიანად მხოლოდ ათი წლის შემდეგ შეცვალა - 1937 წელს, Schering AG-სთან სრული შერწყმის შემდეგ: მას მერე კომპანია ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ ქიმიურ-ტექნიკური საშუალებების წარმოებაზე, არამედ სულ უფრო მეტად ფარმაცევტულ პროდუქტებზე.
1956 – VEB Berlin-Chemie
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ Schering AG-ის ადლერსჰოფის ქარხანა განთავსებული იყო საბჭოთა ოკუპაციის ზონაში და, შესაბამისად, შემდგომში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. დემონტაჟის შედეგად, კომპანია კარგავს მანქანებს, აღჭურვილობას, ლაბორატორიულ დანადგარებსა და ნედლეულს, მაგრამ იმავდროულად წარმოება გრძელდება სამხედრო ადმინისტრაციის შეკვეთებზე. პროდუქციის დიდი ნაწილი წართმეულ იქნა საბჭოთა საოკუპაციო ძალების მიერ ზიანის ანაზღაურების სახით. 1948 წელს მოხდა ადლერსჰოფის ქარხნის ნაციონალიზაცია და საჯარო საკუთრების საწარმოდ გარდაქმნა.
50-იანი წლებიდან კომპანია ხელს აწერს, როგორც VEB Berlin-Chemie. მომდევნო წლების მანძილზე საჯარო საკუთრებაში არსებული კომპანია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მედიკამენტების მწარმოებელ ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპანიად ჩამოყალიბდა. პენიცილინთან, ინსულინსა და ქლორამფენიკოლთან ერთად, VEB Berlin-Chemie აწარმოებდა პესტიციდებსა და მავნებლებთან ბრძოლის საშუალებებს, მოგვიანებით ასევე სილიკატებს საცხოვრებელი მშენებლობისთვის და ნედლეულს ტექსტილისა და კოსმეტიკური ინდუსტრიისთვის.
1990 – BERLIN-CHEMIE Aktiengesellschaft-ის (ღია სააქციო საზოგადოება) დაარსება
ბერლინის კედლის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე, თავისი მომავლის უსაფრთხოებისთვის, კომპანია გადაკეთდა საზოგადოებრივ შეზღუდული პასუხისმგებლობის კორპორაციად. ამან განაპირობა ორიენტაციის შეცვლაც: ამ მომენტიდან, BERLIN-CHEMIE ექსკლუზიურად ფარმაცევტულ პროდუქტებზე სპეციალიზდება და წარმოება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავს. რადიკალური ცვლილების გატარებაში კომპანიამ 100 მილიონ გერმანულ მარკაზე მეტი ჩადო. გერმანიის გაერთიანების შემდეგ ყოფილ Treuhandanstalt-ს ახლად დაარსებული BERLIN-CHEMIE AG-ის გაყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა და გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი.
1992 – იტალიურ MENARINI ჯგუფისთვის მიყიდვა.
საერთაშორისო ტენდერის პროცესში, 1992 წელს, BERLIN-CHEMIE AG უდიდესმა იტალიურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, MENARINI ჯგუფმა შეიძინა ჯერ კიდევ მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტების მრავალმხრივ გაფართოებამდე იმისათვის, რომ კომპანია დროის გამოწვევებს მორგებოდა. საერთო ჯამში, BERLIN-CHEMIE გერმანულ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედებს 1993 წლიდან და უმთავრეს ეკონომიკურ წარმატებებს 1994 წლიდან აღწევს. უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე BERLIN-CHEMIE საერთაშორისო დონეზე მოქმედ წარმატებულ წამლის მწარმოებლად იქცა.