წარმოება და ხარისხის გარანტია
უახლესი წამლის წარმოება უმაღლესი ხარისხით
MENARINI ჯგუფის ფილოსოფიის შესაბამისად, BERLIN-CHEMIE უმაღლესი ხარისხის თანამედროვე და უსაფრთხო ფარმაცევტული წარმოების გარანტიას იძლევა, რის შესაძლებლობასაც სამკურნალო პროდუქტების წარმოებაში ათეულობით წლების გამოცდილებისა და, მაღალმოტივირებული და წარმოების უაღრესად კვალიფიციური გუნდის შერწყმა იძლევა.
თანამედროვე ქარხნები ბერლინ-ადლერსჰოფში, ბერლინ-ბრიცსა და კალუგაში (რუსეთი) აწარმოებენ მყარ სამკურნალწამლო ფორმებს (ტაბლეტები, აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები და შემოგარსული ტაბლეტები), სითხეებსა (სიროფები და წვეთები) და სანთლებს.
საწარმოო დანადგარები მთლიანად მოდერნიზებულია და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მაღალი ხარისხი და ეფექტიანი მედიკამენტების წარმოება გარანტირებულია დიდი პასუხისმგებლობით, წარმოების მოქნილი შესაძლებლობებით, ხარისხის გაზრდილი სტანდარტებითა და უახლესი ტექნოლოგიებით.
შეფუთვის 25 ხაზი
> 60 სახის საწარმოო დანადგარი
საერთო ჯამში, სამ საწარმოში 350-ზე მეტი თანამშრომელი ყოველწლიურად აწარმოებს 335 მილიონზე მეტ შეფუთვა მზა სამკურნალო პროდუქტს, რაც შემდეგ დაავადებების სამკურნალოდ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება. ამრიგად, BERLIN-CHEMIE ამაყობს ყველაზე ფართო საწარმოო შესაძლებლობებით MENARINI ჯგუფის ფარგლებში.