BERLIN-CHEMIE საქართველო
ბერლინ–ჰემის წარმომადგენლობა დაარსდა 1999 წელს და მას შემდეგ მყარ პოზიციას ინარჩუნებს საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის ლიდერ კომპანიებს შორის. 2018 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც სადისტრიბუციო კომპანია ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია.
ინოვაციური და მაღალი ხარისხის მედიკამენტების საშუალებით ბერლინ–ჰემი მუდმივად ისწრაფვის, რომ წვილი შეიტანოს ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების საქმეში. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატებზე საერთაშორისო დონეზე არსებული უახლესი ინფორმაციის - მედიკამენტებზე ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგების, ყოველდღიური პრაქტიკული გამოცდილებისა და მტკიცებითი მედიცინის მონაცემთა გავრცელებას ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის, ამყარებენ კომუნიკაციას ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის და ამით ეხმარებიან პაციენტებს ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ბერლინ-ჰემი საქართველოს ბაზარზე ძირითადად წარმოდგენილია შემდეგი ჯგუფის პრეპარატებით:
-
ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო
-
გულ–სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო
-
გასტროენტეროლოგიური
-
ენდოკრინოლოგიური/დიაბეტის სამკურნალო
-
ალერგიისა
და რესპირატორული
-
დერმატოლოგიური
- და სხვა