MENARINI ჯგუფი

წამყვანი იტალიური ფარმაცევტული კომპანია

MENARINI ჯგუფი, რომლის სათაო ოფისი ფლორენციაშია, წამყვანი იტალიური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც   მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხი გარანტირებულია ჯგუფის მიერ თავისი 135 წელზე მეტი ხნის ისტორიით.

MENARINI ჯგუფის 17,000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად იღწვის იმისათვის, რომ შემოგვთავაზოს ინოვაციური გადაწყვეტილებები ჯანდაცვაში და გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება. ჯგუფის წლიური ბრუნვა 3.750 მილიარდ ევროს შეადგენს.

> 17,000 თანამშრომელი

> 140 ქვეყანა

3.750 მილიარდი ევროს გაყიდვები

ფინანსური შედეგები კვლევაზე, ინოვაციასა და ინტერნაციონალიზაციაზე დაფუძნებული სტრატეგიის ეფექტურობაზე მეტყველებს და კიდევ, როგორც ექიმების, ისე -  პაციენტების მოთხოვნათა გამოვლენისა და დაკმაყოფილების უნარზე.

MENARINI-ს ფილოსოფიის ძირითად სიძლიერეთაგან ერთ-ერთი  საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაა: მიზანი - ინოვაციური გადაწყვეტილებების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და ჯანმრთელობის სექტორში სერვისების გასაუმჯობესებლად შეჯერებული ერთობლივი ძალისხმევის შემუშავებაა.

MENARINI-ს საერთო კორპორაციული სტრატეგიის საფუძველს ხარისხის მაღალი დონე წარმოადგენს.  კორპორაციის ყველა სტრუქტურა ჩართულია წამლის წარმოების პროცესის სხვადასხვა დონეზე: ესაა ეფექტური სისტემა, რომელმაც შექმნა უნიკალური სამუშაო სტანდარტი ხარისხის უზრუნველსაყოფად თითოეულ ფაზაზე , კვლევიდან წარმოებამდე  და გაყიდვებიდან სამეცნიერო ინფორმაციის მიწოდებამდე. ჩვენ ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზნით ვაკეთებთ: სრულყოფილების მისაღწევად. 

მსოფლიო მასშტაბით ჯგუფს გააჩნია შვიდი კვლევითი ცენტრი და 16 საწარმო, რომლებიც ყოველწლიურად უშვებს 585 მილიონზე მეტ წამლის ერთეულს. 

ბრუნვისა და თანამშრომელთა თვალსაზრისით ჯგუფის ზრდის ტემპი შენარჩუნდა და  კვლევა-განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციაზე დაფუძნებული კორპორაციული სტრატეგიის შედეგია. ასეთი აზროვნება სარგებლის მომტანია BERLIN-CHEMIE-ისთვისაც, რომელიც თანმიმდევრულად და წარმატებით ახორციელებს ამ სტრატეგიას თავისი პასუხისმგებლობის სფეროში.

შემდგომი თემები