პაციენტების უსაფრთხოება ბერლინ-ჰემი მენარინისთვის პრიორიტეტულია, შესაბამისად, ბერლინ-ჰემი მენარინი მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს მედიკამენტების უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ეს მონიტორინგი ხორციელდება ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორიცაა ფარმაკოზედამხედველობა, რომელიც გულისხმობს მედიკამენტის გამოყენების შემდეგ წარმოშობილი ნებისმიერი სახის უსაფრთხოების პრობლემის იდენტიფიცირებას, შეფასებას, გაგებას და პრევენციას.
თუ თქვენ ხართ პაციენტი და გაგიჩნდათ ეჭვი გვერდითი რეაქციის ან გვერდითი მოვლენის შესახებ, გთხოვთ, გაესაუბროთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ბერლინ-ჰემი მენარინის ნებისმიერი პროდუქტის მიმართ საეჭვო გვერდითი მოვლენის დაფიქსირების შემთხვევაში, შეტყობინება შეგიძლიათ მოგვაწოდოთ უშუალოდ ჩვენი ელ-ფოსტის მეშვეობით: georgia@berlin-chemie.com
ან ტელეფონით: (+995 32) 2241370