„ბერლინ-ჰემი“ 130 წელზე მეტია, რაც ფარმაცევტულ პროდუქტებს შეიმუშავებს, აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს. 1992 წლიდან ის წამყვანი იტალიური ფარმაცევტული კომპანიის, „მენარინი ჯგუფის“, 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანიაა.

ჯანდაცვის პროფესიონალები

გაეცანით ბერლინ-ჰემის ონლაინ აკადემიას – პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მიზანმიმართული, მულტიდისციპლინური სამედიცინო განათლების გზით, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძღვებიან.

ტკივილი

ტკივილი

ტკივილი ჩვეული მოვლენაა. ადამიანების დაახლოებით 90% რეგულარულად განიცდის ტკივილს და ესაა სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. 

ხშირად, ტკივილს სათანადოდ არ მკურნალობენ. სამწუხაროდ, ტკივილის არაადეკვატურ მართვას თან ახლავს უარყოფითი შედეგები და შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო გართულებები (მაგ., პნევმონია, ღრმა ვენების თრომბოზი), ნელი აღდგენა ტრავმის ან პროცედურის შემდეგ, და შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ ტკივილში. ქრონიკულ ტკივილს ყოველდღიური საქმიანობის შეფერხება შეუძლია და აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, იწვევს რა მნიშვნელოვან ტანჯვას. ტკივილის არასათანადო მართვას, ასევე, შეიძლება თან ახლდეს შფოთვა, შიში, ბრაზი ან დეპრესია.

თუ არ ვუმკურნალეთ, ტკივილს მოჰყვება მნიშვნელოვანი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ფინანსური შედეგები და სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას BERLIN-CHMIE-ს, რომ უზრუნველვყოთ მედიკამენტებით ადამიანები, რომლებიც  მწვავე ტკივილით იტანჯებიან.