საშარდე და რეპროდუქციული ტრაქტი შეიძლება დაექვემდებაროს მრავალ დაავადებას, როგორიცაა ქვედა საშარდე გზების სიმპტომები, ერექციული დისფუნქცია ან ნაადრევი ეაკულაცია, ასევე, მრავალფაქტორული ეტიოლოგიის დარღვევები (რომელიც მრავალი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება). ეს მდგომარეობები, რომლებიც ჩვეული ჩივილებია ზრდასრულ მამაკაცებში, ხშირად შემაწუხებელია, უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტვირთია პაციენტებისა და ჯანდაცვის სისტემებისთვის. იმის გამო, რომ ქვედა საშარდე გზების სიმპტომებისა და ერექციული დისფუნქციის შემთხვევები მატულობს ასაკთან ერთად, 40 წელს მიღწეული მამაკაცების დაახლოებით 40%-ს აწუხებს ერექციული დისფუნქციის რომელიმე ფორმა. ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება ათ წელიწადში დაახლოებით 10%-ით. ქვედა საშარდე გზების სიმპტომებისა და ერექციული დისფუნქციის ტვირთი, სავარაუდოდ, გაიზრდება მომავალი დემოგრაფიული ცვლილებების გამო. ეს გვაძლევს მოტივაციას BERLIN-CHEMIE-ს, უზრუნველვყოთ მედიკამენტებით ადამიანები საშარდე და რეპროდუქციული ტრაქტის ისეთი დაავადებებით, როგორიცაა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ქვედა საშარდე გზების სიმპტომები, ერექციული დისფუნქცია და ნაადრევი ეაკულაცია.