ალერგია თავს იჩენს მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა ზედმეტად რეაგირებს ჩვეულებრივ უვნებელ რამეზე, როგორიცაა ყვავილის მტვერი, მტვერი ან ცხოველის ბეწვი.
ალერგენები ნივთიერებებია, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია ზოგიერთ ადამიანში. გავრცელებული ალერგენებია:
ორგანიზმში შეღწევის შემთხვევაში, ალერგენი განაპირობებს იმუნურ პასუხს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს:
ალერგენებისგან თავის არიდება მკურნალობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არსებობს ალერგიის სამკურნალო მრავალი მედიკამენტი. მსუბუქი ალერგიული რეაქციების დროს, შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება. ასევე, ეფექტიანია ასთმის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა საინჰალაციო სტეროიდები და პერორალური ანტილეიკოტრიენები.
ძლიერი ალერგიული რეაქციების დროს, შეიძლება მოხდეს დესენსიბილიზაცია. ეს პროცესი ეხმარება ორგანიზმს, მიეჩვიოს ალერგენებს, რაც დროთა განმავლობაში ამცირებს სიმპტომებს.