ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) ფილტვების დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ფილტვებში შემავალი და გამომავალი ჰაერის ნაკადის ქრონიკული შეზღუდვით, რაც ხელს უშლის ნორმალურ სუნთქვას და არ არის სრულად შექცევადი. 2023 წელს, ფქოდზე მოდიოდა რესპირატორულ დაავადებათა მთლიანი ტვირთის 50%.
მოწევა ფქოდის მთავარი რისკის ფაქტორია. დაავადებულთა 75%-მდე ეწევა ან ეწეოდა წარსულში. ფქოდის გამოწვევა, ასევე, შეუძლია ქიმიური გამღიზიანებლებისა და დაბინძურების ხანგრძლივ ზემოქმედებას.
ფქოდი პროგრესირებადი დაავადებაა; მისი სიმპტომები, როგორც წესი, მდორედ ვითარდება, მაგრამ დროის განმავლობაში უარესდება. ძირითადი სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება ან „ჰაერის უკმარისობა“, ხველა ნახველის გამოყოფით, ხიხინი და გულმკერდის შებოჭილობა. ფქოდით დაავადებული ადამიანები ხშირად განიცდიან მწვავე გაუარესების პერიოდებს, რომლებიც ცნობილია გართულების ან „ფილტვის შეტევების“ სახელით, ამიტომაც ამ ეპიზოდების პრევენცია აუცილებელია. ფქოდის მქონე პაციენტებს, ასევე, ხშირად აწუხებთ ყოველდღიური სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა და დეპრესია.
ფქოდის პროგრესირებადი ბუნების გამო, მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და ეფექტიანი მკურნალობა. დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გამოკვლევისა და დიაგნოსტიკური ტესტების შედეგებს.
ფქოდის სოციალური ტვირთის გათვალისწინებით, ეფექტიანი მკურნალობის მიზანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ეს მოიცავს ფილტვების ადეკვატური ფუნქციის შენარჩუნებას, სიმპტომების გაუმჯობესებას, გამწვავებების განმეორების პრევენციასა და სიკვდილის რისკის შემცირებას.