ასთმა ფილტვების ქრონიკული (ხანგრძლივად მიმდინარე) დაავადებაა, რომელსაც სასუნთქი გზების ანთება იწვევს.
ის იწვევს ხიხინს, ქოშინსა და შებოჭილობას გულმკერდის არეში.
ეს სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებმა, როგორიცაა გაციება და გრიპი, ალერგიებმა (ყვავილის მტვრის, მტვრის ტკიპების ან ცხოველების მიმართ), კვამლმა, გამონაბოლქვმა და ჰაერის დაბინძურებამ.
არსებობს ასთმის სხვადასხვა სახეობა, ბოლო წლებში კი ასთმის ახალი ფორმებიც გამოვლინდა. ასთმის ორი ძირითადი ფორმაა:
ალერგიული ასთმა:
გამოწვეულია სახლსგარე ან შიდა ალერგენებით (ყვავილის მტვერი, მტვრის ტკიპა ან ცხოველის ბეწვი).
არაალერგიული ასთმა:
გამოწვეულია სასუნთქი გზების ინფექციებით, როგორიცაა ვირუსები, ან ფიზიკური აქტივობა.
მიუხედავად იმისა, რომ ასთმა არ იკურნება, მისი მართვის მრავალი საშუალება არსებობს. ასთმის წამლების ორი ძირითადი ტიპია: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ბრონქოდილატატორები (პრეპარატები, რომლებიც აფართოებს (ხსნის) ბრონქულ არხებს). ჩვეულებრივ ხდება ამ მედიკამენტების უმცირესი რაოდენობების ინჰალაცია, რათა ისინი პირდაპირ ფილტვებში მოხვდეს. ასთმით დაავადებულ ბევრ პაციენტს ყოველდღიურად სჭირდება ინჰალატორის გამოყენება. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ხელს უწყობს სასუნთქ გზებში ანთების შემცირებას.
ალერგიული ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიმპტომების გამომწვევი ალერგენებისგან თავის არიდებას.