„ბერლინ-ჰემი“ 130 წელზე მეტია, რაც ფარმაცევტულ პროდუქტებს შეიმუშავებს, აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს. 1992 წლიდან ის წამყვანი იტალიური ფარმაცევტული კომპანიის, „მენარინი ჯგუფის“, 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანიაა.

ჯანდაცვის პროფესიონალები

გაეცანით ბერლინ-ჰემის ონლაინ აკადემიას – პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მიზანმიმართული, მულტიდისციპლინური სამედიცინო განათლების გზით, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძღვებიან.

გულ-სისხლძარღვთა დაავადება

გულ-სისხლძარღვთა დაავადება

შესავალი

კარდიოლოგია არის სამედიცინო დისციპლინა, რომელიც მოიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აზიანებს გულს, სისხლძარღვებსა და სისხლის მიმოქცევის სისტემას. მათ მიეკუთვნება გულის კორონარული დაავადება (გულის სისხლძარღვების დაავადება), არითმიები (გულისცემის არარეგულარული რიტმი), გულის შეგუბებითი უკმარისობა (როცა გული ვერ უმკლავდება დატვირთვას), ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), კარდიომეტაბოლური დაავადებები (მდგომარეობათა სპექტრი, რომელიც გავლენას ახდენს გულსა და ნივთიერებათა ცვლაზე), დისლიპიდემია (სისხლში ლიპიდების შემცველობის დარღვევა), გულის სარქვლოვანი დაავადება და კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადებები). 

ევროპაში, ყოველწლიურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის მთლიანი სიკვდილიანობის 42,5%, რაც დღეში დაახლოებით 10 000 ლეტალურ შემთხვევას შეადგენს. აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან ნაადრევი სიკვდილის ალბათობა (30-დან 69 წლამდე) ხუთჯერ მეტია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. კერძოდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპაში შეადგენს 15,1%-ს, ცენტრალურ აზიაში — 14,8%-ს, ხოლო დასავლეთ ევროპაში მხოლოდ 2,9%-ს.