„ბერლინ-ჰემი“ 130 წელზე მეტია, რაც ფარმაცევტულ პროდუქტებს შეიმუშავებს, აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს. 1992 წლიდან ის წამყვანი იტალიური ფარმაცევტული კომპანიის, „მენარინი ჯგუფის“, 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანიაა.

ჯანდაცვის პროფესიონალები

გაეცანით ბერლინ-ჰემის ონლაინ აკადემიას – პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მიზანმიმართული, მულტიდისციპლინური სამედიცინო განათლების გზით, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძღვებიან.

მდგრადობა და სოციალური ვალდებულება

მდგრადობა და სოციალური ვალდებულება

ერთგულება მდგრადი განვითარებისადმი

ჩვენი მიზანია   ინოვაციური სამკურნალო პროდუქტების შემუშავებითა და წარმოებით წვლილი შევიტანოთ მთელი მსოფლიოს ჯანდაცვაში. ჩვენ, როგორც ფარმაცევტული მწარმოებელი,  საკუთარ პროდუქციაზე  განსაკუთრებული პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. მომხმარებლებისთვის რისკების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი პროდუქცია ექვემდებარება მუდმივ მონიტორინგსა და ტესტირებას, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო  ხარისხი. ეს ასევე მოიცავს თანამედროვე წარმოების პირობებს. მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული განვითარება  ჩვენ მოვალეობად მიგვაჩნია და, შესაბამისად, ვმოქმედებთ ეკონომიკურად, მაღალი ეკოლოგიური  და ასევე სოციალური შეგნებით.

პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ

სამკურნალო პროდუქტების წარმოებისას პასუხისმგებლობით ვეკიდებით რესურსებს,  დაზოგვისა და გარემოზე ზემოქმედების სერიოზულ შემცირების თვალსაზრისით , ასევე, ვალდებულებას  ვიღებთ ეკოლოგიასთან და ენერგეტიკასთან დაკავშირებული  ეფექტურობის უწყვეტ გაუმჯობესებაზე, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს ეკონომიური მიზანშეწონილობა. 

ჩვენ ვსარგებლობთ ენერგიის დაზოგვის მრავალი შესაძლებლობით და ამგვარად წვლილი შეგვაქვს კლიმატის დაცვაში. გარდა ამისა, მუდმივად ვესწრაფვით  იმ ნედლეულისა და შესაფუთი მასალების ეფექტიანობის გაზრდას, რომლებსაც ვიყენებთ სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების დაცვით.

პასუხისმგებლობა ჩვენი თანამშრომლების წინაშე

ჩვენ გვჯერა, რომ შრომის უსაფრთხოება მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა. ამისათვის კომპანიაში ვუზრუნველყოფთ  ისეთ პირობებს, რომელიც ყველა თანამშრომელს საშუალებას აძლევს  თავიანთი სამუშაო უსაფრთხოდ და უბედური შემთხვევების გარეშე განახორციელოს. სისტემატურად აღმოვფხვრით და მინიმუმამდე დაგვყავს საფრთხეები და რისკები.

სტრუქტურული ღონისძიებების, ტექნიკური აღჭურვილობის, ჩვენი თანამშრომლების საწყისი და შემდგომი ტრენინგების მეშვეობით და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვუზრუნველყოფთ თანამშრომლებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას.