„ბერლინ-ჰემი“ 130 წელზე მეტია, რაც ფარმაცევტულ პროდუქტებს შეიმუშავებს, აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს. 1992 წლიდან ის წამყვანი იტალიური ფარმაცევტული კომპანიის, „მენარინი ჯგუფის“, 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანიაა.

ჯანდაცვის პროფესიონალები

გაეცანით ბერლინ-ჰემის ონლაინ აკადემიას – პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მიზანმიმართული, მულტიდისციპლინური სამედიცინო განათლების გზით, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძღვებიან.

მესამე მხარეთა ქცევის კოდექსი

ქცევის კოდექსი

BERLIN-CHEMIE მოწოდებულია ისეთ საქმიან პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც აღიარებენ ჩვენს სოციალურ და გარემოსდაცვით ღირებულებებს და მოქმედებენ შესაბამისად.

იმისათვის, რათა გამართლდეს ჩვენი საკუთარი და კლიენტების მოლოდინები, BERLIN-CHEMIE ითვალისწინებს მდგრადობის საერთაშორისო მოთხოვნებს. მეტიც, ჩვენ მხარს ვუჭერთ გერმანული ქიმიური მრეწველობის მდგრადობის ინიციატივას (Chemie³) და ვისწრაფვით ქიმიურ-ფარმაცევტული მრეწველობის მდგრადი განვითარებისკენ.

ამ პასუხისმგებლობას ჩვენი მომწოდებლებიც უნდა იზიარებდნენ. შესაბამისად, მომწოდებლის მხრიდან BERLIN-CHEMIE-ის ბიზნესპარტნიორებისთვის პროფესიონალური ეთიკის კოდექსზე დათანხმებას ჩვენ განვიხილავთ საქმიანი ურთიერთობის აუცილებელ ბაზისად. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება მომწოდებლებთან ყველა სახის ურთიერთობაზე.

ბიზნესპარტნიორებისთვის პროფესიონალური ეთიკის ამ კოდექსით, რომელიც შეესაბამება Menarini Group-ის ქცევის კოდექსის სახელმძღვანელო პრინციპებს, ჩვენ ვაწესებთ მინიმალურ სტანდარტებს სოციალური, ეკოლოგიური, ეთიკური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის სფეროებში.

გადმოწერა

მენარინის მესამე მხარეთა ქცევის გლობალური კოდექსი

Third parties CoC Menarini GEO 2020