„ბერლინ-ჰემი“ 130 წელზე მეტია, რაც ფარმაცევტულ პროდუქტებს შეიმუშავებს, აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს. 1992 წლიდან ის წამყვანი იტალიური ფარმაცევტული კომპანიის, „მენარინი ჯგუფის“, 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანიაა.

ჯანდაცვის პროფესიონალები

გაეცანით ბერლინ-ჰემის ონლაინ აკადემიას – პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მიზანმიმართული, მულტიდისციპლინური სამედიცინო განათლების გზით, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძღვებიან.

კონფიდენციალობის შესახებ შეტყობინება სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის

კონფიდენციალობის შესახებ შეტყობინება სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის

- მე-14 მუხლი, რეგულაცია (EU) 2016/679 (“GDPR”)

კონფიდენციალობის შესახებ წინამდებარე შეტყობინება აღწერს, [მენარინი ჯგუფის კომპანიის სახელწოდება] - ის მიერ (შემდგომში - მენარინი), [მენარინი ჯგუფის კომპანიის  მისამართი], თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდს, როდესაც პროფილს იყენებთ ისეთ სოციალურ ქსელებში, როგორიცაა,  Facebook, YouTube, Twitter, Instagram ან LinkedIn და მსგავს ქსელებსა თუ პორტალებზე (შემდგომში - სოციალური ქსელები) იმავე სოციალურ ქსელებში მენარინის პროფილთან/გვერდებთან ინტერაქციისთვის ან როდესაც  აღნიშნულ სოციალურ ქსელებში ავტორიზაციისას ათვალიერებთ მენარინის ვებ-გვერდებს.

წინამდებარე დოკუმენტი ეხება მხოლოდ მენარინის მიერ განხორციელებულ პერსონალური მონაცემების დამუშავების ოპერაციებს: თქვენი მონაცემები ფაქტობრივად გროვდება და მუშავდება პირველ რიგში იმ სოციალური ქსელის მიერ, სადაც გაქვთ პროფილი (რომელიც მოქმედებს  თქვენი პერსონალური მონაცემების „მონაცემთა მაკონტროლებლის“ რანგში) და მხოლოდ  მენარინის  სოციალურ ანგარიშებთან, გვერდებთან და ან ვებ-გვერდებთან ინტერაქციისას მიიღებს  მენარინი წვდომას და დაამუშავებს თქვენი მონაცემების იმ მცირე ნაწილს, რომელიც ინახება სოციალურ ქსელში. მენარინი არის „დამოუკიდებელი მონაცემთა მაკონტროლებელი“ შესაბამისი სოციალური ქსელიდან მიღებულ თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით: ეს ნიშნავს, რომ სოციალური ქსელები და მენარინი დამოუკიდებლად განსაზღვრავენ თქვენს შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და მეთოდებს, რომლებზეც ისინი შესაბამისად იღებენ წვდომას.

მენარინის მიერ განხორციელებული დამუშავების ოპერაციები აღწერილია ქვემოთ. თუ გაინტერესებთ, თუ როგორ ამუშავებს სოციალური ქსელები თქვენს მონაცემებს, გთხოვთ წაიკითხოთ კონფიდენციალობის პოლიტიკა, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენი სოციალური ქსელის პროფილ(ებ)ის საშუალებით.

თუ თქვენ სოციალურ ქსელში ურთიერთობთ მენარინის ანგარიშთან / გვერდთან / პროფილთან (შემდგომში - „გვერდი“), მენარინმა შეიძლება დაამუშავოს თქვენი პროფილიდან მიღებული შემდეგი პერსონალური მონაცემები:

სახელი, გვარი, მომხმარებლის სახელი და სხვა ბიოგრაფიული და პროფესიული ინფორმაცია, ასაკი, სქესი, თქვენს მიერ ნებაყოფლობით გასაჯაროებული ან სოციალური ქსელის მეშვეობით პოსტების ან სხვა ფუნქციების საშუალებით გაზიარებული ინფორმაცია; მენარინის გვერდზე და სოციალურ ქსელებში თქვენ მიერ განხორციელებული აქტივობები, როგორიცაა „ლაიქები“, კომენტარები, საჯარო პოსტები, თეგები და ჰეშთეგები; მენარინისადმი გაგზავნილი პირადი შეტყობინებების შინაარსი.

უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ განაცხადებთ თანხმობას თქვენი სოციალური ქსელის პროფილის და ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით, სოციალურმა ქსელმა შეიძლება მენარინისთვის ხელმისაწვდომი გახადოს დამატებითი ინფორმაცია იმ აქტივობებისა და უპირატესობის მინიჭების შესახებ, რომლებიც შეასრულეთ ინტერნეტით სარგებლობისას. აღნიშნული ინფორმაცია ასევე შეიძლება შეგროვდეს ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა ქუქი-ფაილები (cookies), ვებ-შუქურები (web beacons) და პიქსელების თეგები (pixel tags): დამატებითი ინფორმაციისთვის შეამოწმეთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები, თქვენი სოციალური ქსელის პროფილის პარამეტრები ან თქვენ მიერ მონახულებული ვებ-გვერდების პოლიტიკა. იცოდეთ, რომ აღნიშნული ინსტრუმენტების მენარინის ვებ-გვერდებზე გამოყენებისას, შესაბამისი დეტალები მოცემულია შესაბამის ქუქი-ფაილებში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში. თუ შესული ხართ სოციალური ქსელის თქვენს ანგარიშში და იმავე მოწყობილობით სარგებლობთ ინტერნეტით, მენარინს  შეუძლია მოახდინოს თქვენი სოციალური ქსელის პროფილთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის იდენტიფიცრება, როგორიცაა ასაკობრივი ჯგუფი, „მოწონებები“ და ა.შ. და ზოგიერთ შემთხვევაში ასევე შეუძლია მახდინოს თქვენი  იდენტიფიცირება.

თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მიზნით:

  • თქვენს პოსტებზე, მოთხოვნებზე, შეკითხვებზე საპასუხოდ და გვერდის საშუალებით განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების მისაღებად; გვერდის კონტენტის მართვისა და ოპტიმიზაციისთვის; იმ მომხარებლებთან დაკავშირებით სტატისტიკური ანალიზის და ბაზრის კვლევის ჩასატარებლად, რომლებიც ურთიერთქმედებენ გვერდთან ან კომპანიის ვებ-გვერდებთან. 
  • საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებების, საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მოითხოვს მენარინის პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური გვერდითი მოვლენების მონიტორინგს, შემდგომ დაკვირვებას და მის შესახებ ინფორმაციის უფლებამოსილი/სხვა ორგანოების მიმართ მოხსენებას (ლიცენზიის გამცემი პირები, ლიცენზიის მფლობელები და ა.შ.).
  • Netiquette-თან (ქსელის ეტიკეტი) შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; მენარინის კანონიერი უფლებების შესასრულებლად; მენარინის ეთიკის კოდექსის და ჯგუფის ქცევის კოდექსის მოქმედებაში მოსაყვანად.
  • მენარინის საქმიანობის, პროდუქტების და სერვისების შესახებ საპრომოციო  კამპანიების ჩასატარებლად (ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროდუქტებისა და სერვისების საპრომოციო აქტივობების შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად) მენარინის სოციალური ქსელის ანგარიშის მეშვეობით, მათ შორის რეკლამების ან შეტყობინებების გაგზავნის გზით.
  • წინა პუნქტში ასახული საქმიანობის, პროდუქციის და სერვისების შესახებ მიზნობრივი რეკლამების (შემდგომში - „პროფილის განსაზღვრა“) გასაგზავნად.
  • მომხმარებლის მონაცემებთან დაკავშირებით, რომელიც შეგროვებულია მენარინის მიერ სოციალური ქსელების მეშვეობით გამოქვეყნებულ ვაკანსიებთან მიმართებით. პროფესიული ურთიერთობების შეფასების და/ან დამყარების მიზნით.

თუ  აქვეყნებთ მონაცემებს მესამე მხარეებთან დაკავშირებით, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა  ინფორმაციის შეგროვებასა და თანხმობის მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე, მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად.

რაც შეეხება, თქვენს შესახებ მონაცემების დამუშავებაზე თქვენს თანხმობას, რომელსაც მენარინი იღებს თქვენი სოციალური ქსელის პროფილის საშუალებით, განვმარტავთ, რომ: (i) შესაბამისი თანხმობა მიცემულია თქვენ მიერ სოციალურ ქსელებში რეგისტრაციისას და შეგიძლიათ  მათი პერსონალიზირება  ნებისმიერ დროს. (მიუხედავად იმისა, რომ მენარინი  არ აკონტროლებს აღნიშნულ ოპერაციებს - მათ მთლიანად მართავს სოციალური ქსელები); (ii) მენარინის მიერ დამუშავებული მონაცემები ის მონაცემებია, რომლებიც მიწოდებული იქნა  სოციალური ქსელის მიერ: ეს ნიშნავს, რომ მენარინი არ არის პასუხისმგებელი სოციალური ქსელის მიერ ინფორმაციის არაავტორიზებულ გამჟღავნებაზე ან არასასურველი რეკლამების/შეტყობინებების მიღებაზე, თქვენ მიერ არჩეული ვარიანტების დარღვევით. 

თქვენი მონაცემები  ძირითადად ელექტრონულად მუშავდება და შეიყვანება IT სისტემებში მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონების, მათ შორის მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის ასპექტების შესაბამისად, კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით. მონაცემები შეინახება მანამ, სანამ მკაცრად იქნება მოთხოვნილი კონკრეტული მიზნების მისაღწევად - ნებისმიერ შემთხვევაში, შენახვის ვადის დასადგენად გამოყენებული კრიტერიუმი ეფუძნება კანონით დაშვებულ ვადებს და მონაცემთა მინიმიზაციის, შენახვის ლიმიტირების ან კომპანიის არქივების რაციონალური მართვის პრინციპებს.

მენარინის ის პერსონალი, რომელიც მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს, უფლებამოსილია მომხმარებელთა მონაცემების დამუშავებაზე: ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი, IT პერსონალი, პროდუქტის მენეჯერები, შიდა აუდიტი და კომპლაენსის განყოფილება, აგრეთვე პერსონალის სხვა წევრები, რომლებიც საჭიროებენ მონაცემთა დამუშავებას მათი სამუშაო მოვალეობების შესასრულებლად.

მონაცემთა გადაცემა შესაძლებელია უცხო ქვეყნებში და/ან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ (შემდგომში - „მესამე ქვეყნები“) მენარინი ჯგუფის სხვა კომპანიების მიმართ (ასევე საზღვარგარეთ მდებარე კომპანიების მიმართ) ადმინისტრაციული და სააღრიცხვო მიზნებისთვის.

გარდა ამისა, მონაცემები ასევე  შეიძლება გადაეცეს მესამე ქვეყნებში, მენარინის სამეთვალყურეო ორგანოს, მესამე მხარეთა კომპანიებს, როგორიცაა IT და ღრუბლოვანი გამოთვლების სერვისების პროვაიდერები და ქვეპროვაიდერები, მენარინის გვერდების და კომპანიების მმართველ ქსელური სერვისის პროვაიდერებს, რომლებიც მენარინის სახელით ახორციელებენ საკონსულტაციო საქმიანობას (მაგ., საგადასახადო, ადმინისტრაციული და ა.შ.), დაწესებულებებს, სახელისუფლებო ორგანოებს, საჯარო ორგანოებს მათი ინსტიტუციური მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე; მესამე მხარეებს აუდიტის, შერწყმისა და შესყიდვის შემთხვევაში (ასევე საზღვარგარეთ). მიმღები პირები ამუშავებენ მონაცემებს ზემოთ მითითებული მიზნებისთვის და მოქმედი კანონების დაცვით.

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ზემოთ მითითებულ მისამართზე, იმ შემთხვევაში თუ:

  • გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ უკუკავშირი ჩვენი მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ;

  • თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ითხოვთ დამატებით ინფორმაციას, წვდომას, შესწორებას ან რაიმე სხვა კანონიერი უფლების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.