„ბერლინ-ჰემი“ 130 წელზე მეტია, რაც ფარმაცევტულ პროდუქტებს შეიმუშავებს, აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს. 1992 წლიდან ის წამყვანი იტალიური ფარმაცევტული კომპანიის, „მენარინი ჯგუფის“, 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანიაა.

ჯანდაცვის პროფესიონალები

გაეცანით ბერლინ-ჰემის ონლაინ აკადემიას – პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მიზანმიმართული, მულტიდისციპლინური სამედიცინო განათლების გზით, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძღვებიან.

ქსელური ეტიკეტი

სოციალური მედიის არხების გამოყენების პირობები და [მენარინი ჯგუფის კომპანია, რომელიც მართავს სოციალური მედიის არხს] - ის ონლაინ საზოგადოება

ძვირფასო მომხმარებელო, გმადლობთ, რომ დაინტერესდით სოციალური მედიის არხებით და [მენარინი ჯგუფის კომპანია, რომელიც მართავს სოციალური მედიის არხს] - ის (შემდგომში მოხსენებული, როგორც  - „კომპანია“) ონლაინ საზოგადოებით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ კომენტარის გაკეთება ან მასალის გამოქვეყნება აღნიშნულ არხებზე, მაშინ ინფორმირებული უნდა იყოთ რამდენიმე საკითხის შესახებ. კომპანიის მისიაა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტების მიწოდებით. ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიას აქვს სოციალური და მორალური პასუხისმგებლობა დაამყაროს, მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს ეთიკურად კორექტულ ქცევას სამართლიანობის, მართებულობისა და გამჭვირვალობის ღირებულებების შესაბამისად, რომლებიც ყოველთვის გამოარჩევდა კომპანიას. კომპანიამ დანერგა აღნიშნული პრინციპები და ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას და მიდგომას, რომელიც  ხელს უწყობს და უშვებს ისეთ ქცევას, რომელიც არ შეესაბამება ამ პრინციპებს. კომპანია ოპერირებს სპეციფიკური დებულებებით რეგულირებულ სექტორებში; ამიტომ, ნებისმიერი დისკუსია უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ გამოყენების პირობებს. თქვენი მონაცემები მუშავდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აქვეყნებს შეტყობინებას ან პასუხობს კომპანიის რომელიმე სოციალური მედიის არხზე და ონლაინ საზოგადოებაში (შემდგომში - „არხები“) გამოქვეყნებულ რომელიმე  პოსტს, თანახმაა დაიცვას გამოყენების წინამდებარე პირობები,  რომლებიც მოქმედებს იმ პირობებისა და ნებისმიერი სხვა სამართლებრივი შეტყობინების დამატებით, რომელიც უზრუნველყოფილია მომხმარებლებისათვის  კომპანიის ან  გამოყენებული სოციალური პლატფორმების და ონლაინ საზოგადოების მფლობელი რომელიმე კომპანიის მიერ.

წარმოდგენილი სამედიცინო და სამეცნიერო ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა და არ უნდა იქნას გაგებული, როგორც პროფესიული რჩევა, რომელიც ცვლის სამედიცინო ჩარევას ან მკურნალობის რაიმე ინდივიდუალური ჩვენება.

მომხმარებელი ადასტურებს, რომ იმ შემთხვევაში როდესაც გამოქვეყნება ნებადართულია, ნებისმიერი მონაცემი, ტექსტი, გრაფიკული მონაცემი, სურათი, მათი შერჩევა და სისტემაში მოყვანა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლის გამოქვეყნებას მომხმარებელი გადაწყვეტს არჩეული არხის IT ფუნქციებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით  (შემდგომში - „კონტენტი“) წარმოადგენს მხოლოდ იმ პირის პასუხისმგებლობას, რომელმაც ისინი შექმნა.

 ნებადართულია ციტატები, მოწონებები და კომენტარები, ხოლო დისკუსიები კომპანიის ან სხვა ფარმაცევტული კომპანიების პროდუქტებთან ან მკურნალობის ვარიანტებთან დაკავშირებით დაუშვებელია.

მართვა და მოდერაცია ევალება ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც ახორციელებენ გამოქვეყნებული შეტყობინებების პერიოდულ შემოწმებას [ჩასვით ნებისმიერი მითითება შემოწმების დროზე – მაგალითად „ყოველ სამუშაო დღეს დილის 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.“]. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანიას, რომელიც მართავს შესაბამის არხს, არ შეუძლია განახორციელოს რაიმე პრევენციული ზედამხედველობა კონტენტზე და იგი   უარს აცხადებს  მომხმარებლების მიერ ატვირთულ, გამოქვეყნებულ ან სხვაგვარად მოწოდებულ  კონტენტთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე.

შესაბამის შემთხვევებში, მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ არხმა შეიძლება დაუშვას სხვა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კონტენტის გაზიარება; კომპანია, რომელიც მართავს შესაბამის არხს, არ აკონტროლებს კონტენტის  შემდგომ დამუშავებას და შესაბამისად უარს აცხადებს მასთან დაკავშირებულ რაიმე პასუხისმგებლობაზე.

კომპანია მიმართვას მაქსიმალურ ძალისხმევას მომხმარებლის ნებისმიერ კომენტარსა თუ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად; თუმცა, შეუძლებელია გარკვეული თემების განხილვა, როგორიცაა უშუალოდ იურიდიულ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები, კონფიდენციალური ინფორმაცია ან სამედიცინო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია. თუ შეუძლებელია კომენტარზე პასუხის გაცემა, შეიძლება გაიგზავნოს პირადი შეტყობინება მიზეზის მითითებით, იმ შემთხვევაში თუ  ეს დაშვებულია და ნებადართულია არჩეული არხის ფუნქციებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლისთვის აკრძალულია ისეთი შეტყობინებების გაგზავნა, რომლებიც მოიცავს:

  • ლანძღვას, ცილისწამებას, ცრუ ბრალდებას, შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ან დამამცირებელ, ვულგარულ, ქსენოფობიურ კონტენტს ან ნებისმიერ ისეთ კონტენტს, რომელიც ზიანს აყენებს სხვათა ღირსებას და სენსიტიურობას და   რომელიც ახალისებს  სიძულვილს, ძალადობას ან უკანონო ქცევას;

  • მესამე მხარის ინტელექტუალურ და/ან სამრეწველო საკუთრების უფლებებს (როგორიცაა სასაქონლო ნიშნები ან ლოგოები), ან საავტორო უფლებებით დაცულ მასალებს (როგორიცაა მუსიკა, ვიდეო, ტექსტი), ასეთი უფლებების მფლობელთა პირდაპირი თანხმობის გარეშე;

  • მკურნალობის რაიმე ჩვენებას;

  • პოლიტიკური პროპაგანდის შინაარსს;

  • ისეთ კონტენტს, რომელიც არ ეხება თემას ან ნებისმიერ კონტენტს, რომელიც შექმნილია დისკუსიის ხელის შეშლის ან იმ პირების შეურაცხყოფის მიზნით, ვინც მართავს და აკონტროლებს მედია არხს;

  • ზოგადად სამედიცინო ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ  სხვა სახის რეკომენდაციებს;

  • კომერციულ კონტენტს: მაგალითად, პროდუქციის/მომსახურების გაყიდვა, სარეკლამო კამპანიები ან „ფანების“ და მიმდევრების (followers ) დაქირავება;

  •  განმეორებად და/ან საზოგადოებისთვის შემაწუხებელ  კონტენტს ან სპამს;

  • ნებისმიერ საკითხს, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ სფეროსთან, კონფიდენციალურ ინფორმაციას ან ინფორმაციას სამედიცინო დარღვევებთან დაკავშირებით;

  • ნებისმიერ კონტენტს, რომელიც არღვევს არჩეული არხის ქცევის წესებს.

გარდა ამისა, მომხმარებელი ადასტურებს, რომ

  • გამოქვეყნებულ კონტენტში არასოდეს იქნება ნახსენები მენარინის ჯგუფის კომპანიების ან სხვა ფარმაცევტული კომპანიების სამკურნალო საშუალებები ან აქტიური ინგრედიენტები;

  • როგორც  მოქმედი რეგულაციებით არის გათვალისწინებული, არავითარ შემთხვევაში არ განთავსდება სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებული საპრომოციო კონტენტი ;

  • არავითარ შემთხვევაში არ იქნება  ნახსენები რაიმე სამართლებრივი წარმოება, დავა / მიმდინარე სარჩელი;

  • ნებისმიერი ინფორმაციის ატვირთვამდე, რომელიც იძლევა მესამე მხარის იდენტიფიკაციის საშუალებას (როგორიცაა სახელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, სურათები და/ან ვიდეოები, რომლებშიც ასეთი მესამე მხარეებია გამოსახული) მომხმარებელმა უნდა მიიღოს მათი წინასწარი თანხმობა გამოქვეყნებაზე და სოციალური მედიის ქსელის საშუალებით შესაძლო გაზიარებაზე, აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ  მომხმარებელთან დაკავშირებით ნებისმიერი სურათისა თუ კონტენტის გამოქვეყნება  საიტზე არსებული ფუნქციებისა და IT ინსტრუმენტების მეშვეობით, ავტომატურად გულისხმობს ამ მომხმარებლის თანხმობას მათ გავრცელებასა და გაზიარებაზე;

  • მომხმარებლის იმ კონტენტის ან მასალის რაიმე  სახის  გამოყენება ან ხსენება, რომელიც გადაცემულია არხის ფუნქციებით და IT ინსტრუმენტებით ან მიღებულია მომხმარებლის მიერ აღნიშნული ფუნქციების ან IT ინსტრუმენტების მეშვეობით ექცევა  მომხმარებლის პასუხისმგებლობის ქვეშ.

კომპანია იტოვებს უფლებას ჩაერიოს ნებისმიერი ისეთი პოსტის შეძლებისდაგვარად სწრაფად აღმოფხვრის გზით, რომელიც, კომპანიის შეხედულებისამებრ არ შეესაბამება ამ გამოყენების პირობებს.

მომხმარებელი ადასტურებს კომპანიის უფლებას/ვალდებულებას, მიიღოს ნებისმიერი ზომა, რომლის საფუძველზე კომპეტენტური ორგანოები მოთხოვენ კომპანიას, გაამჟღავნოს იმ პირის ვინაობა, რომელმაც შესაძლოა გაგზავნა მითითებული მასალა. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენ ან სხვა მომხმარებელთა მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი კონტენტით გამოწვეულ, მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ზარალსა თუ ზიანზე.

მომხმარებლებისთვის, რომლებიც განმეორებით დაარღვევენ გამოყენების წინამდებარე პირობებს ან გამოყენებული არხის ქცევის წესებს, კომპანია იტოვებს უფლებას (სადაც ტექნიკურად ნებადართულია) გამოიყენოს აკრძალვის ან დაბლოკვის ზომა შემდგომი ჩარევების თავიდან ასაცილებლად და მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს  სოციალური პლატფორმის ადმინისტრატორებს.

კომპანიამ  სოციალური კონტენტის ნაწილის სახით შეიძლება უზრუნველყოს  ბმულები ან მითითებები ვებ-გვერდებზე, თუმცა, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ასეთი საიტების სიზუსტესა და შინაარსზე და არ აგებს პასუხს  ასეთი შინაარსის შედეგად წარმოქმნილ ზიანზე.

კომპანიის მიერ მართულ ნებისმიერ არხზე გამოქვეყნებით, მომხმარებლები ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ მათი პოსტები და ნებისმიერი იდეა, ტექნიკა ან კონტენტი შეიძლება თავისუფლად გამოიყენოს კომპანიამ ნებისმიერი გზით და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის კომპანიის ფორუმებზე, ნებისმიერ სხვა ვებ-გვერდზე და  სოციალური მედიის გვერდებზე, ასევე მის ბიზნეს საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები რეკომენდებულნი არიან არ წარმოადგინონ იდეები, მასალები ან ისეთი კონტენტი, რომლის შესახებაც სურთ კონფიდენციალობის შენარჩუნება  ან რომელთან დაკავშირებითაც ელოდებიან ანაზღაურების მიღებას.

გთხოვთ, არ გამოიყენოთ ეს არხი სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების და  გვერდითი  მოვლენების შესახებ ანგარიშგებისთვის. კომპანიის პროდუქტის გამოყენების შემდეგ გვერდითი ეფექტების ან არასასურველი რეაქციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს.  ნებისმიერი არასასურველი ეფექტის შესახებ  შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ კომპანიას და კომპეტენტურ ორგანოებს შემდეგ ბმულზე [გთხოვთ, მიუთითეთ კომპანიის ვებ-გვერდის იმ განყოფილების ბმული, რომელიც ეხება ფარმაკოზედამხედველობას].